2015-12-10

თსუ მეცნიერების გამოგონებათა გამოფენა

10 დეკემბერს, 11:00 საათზე , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინება თსუ მეცნიერების გამოგონებები, რომელიც ხელს შეუწყობს გამწვავებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ელექტროენერგიის მაქსიმალური დაზოგვით. ტექნიკური მოწყობილობები გამოიყენება თავდაცვის, ჯანდაცვის, კოსმეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება თსუ-ს ნახევრგამტართა ს.კ. ინსტიტუტის და ინოვაციური სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის საველიმისიონის სპეციალისტების მიერ შექმნილი სხვადასხვა მოდიფიკაციის, სიმძლავრის და დანიშნულების ენერგოეფექტურობით გამორჩეული ოზონოგენერატორების მოქმედი ნიმუშები.

გამოგონებებით უკვე დაინტერესდნენ უცხოელი ინვესტორები. გამოფენა-პრეზენტაციას დაესწრებიან თსუ-ს რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, დაინტერესებული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები უკრაინიდან, მოლდოვიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ყატარიდან, რუსეთიდან, სუდანიდან, აშშ-დან, საუდის არაბეთიდან და სხვა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი, მე-3 სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი