2010-10-15

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “აგრობიომრავალფეროვნების დაცვა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება”

2010 წლის 24-25 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო  კონფერენცია თემაზე:  “აგრობიომრავალფეროვნების დაცვა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება”

კონფერენციაზე იმუშავებს 3 სექცია:
1. აგრობიომრავალფეროვნება და ნანო-, აგრობიო- და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
2. სასურსათო უსაფრთხოება და სასურსათო უვნებლობა.
3. სოფლის მეურნეობის განვითარების ეკონომიკური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური პრობლემები.
საყურადღებო თარიღები:
მონაწილეთა ელექტრონული რეგისტრაციისა და ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი, 18¬00 სთ.
რედკოლეგია იტოვებს უფლებას არ განიხილოს არასწორად გაფორმებული მასალები. სტუმრები უცხოეთიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროთი, ხოლო საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯებიც.
კრებულში გამოსაქვეყნებელი სტატიები უნდა გაფორმდეს შემდეგი წესების მიხედვით:
1. წარმოდგენილ ნაშრომში უნდა განხილულ იყოს თანამდროვე პრობლემები, კვლევის მეთოდები და მიღებული შედეგების ანალიზი. ნაშრომის სათაური სრულად უნდა ასახავდეს მის შინაარსს.
2. ნაშრომის მოცულობა 5-8 გვერდი, ნაბეჭდი  1,5 ინტერვალით (ქართული ტექსტი Acad  Nusx  , რუსული და ინგლისური  Times New Roman-12 შრიფტით), გვერდის შემდეგი პარამეტრების დაცვით 25 მმ ოთხივე მხრიდან;
3. წარმოდგენილ ელექტრონულ ვერსიას თან უნდა ახლდეს ამობეჭდილი 1 ეგზემლარი;
4. ნაშრომში რეკომენდებულია გამოყენებულ იყოს შემდეგი ქვესათაურები: შესავალი, კვლევის ობიექტი და მეთოდი, მიღებული შედეგები, დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურის სია;
5. ნაშრომი  უნდა იყოს გაფორმებული შემდეგი თანმიმდევრობით:
• ნაშრომის სათაური; ავტორის (ავტორების) გვარი და სახელი; სამუშაო ადგილის სრული  დასახელება; საფოსტო მისამართი და ე-მაილ;
• მოკლე ანოტაცია (3-4 სტრიქონი) ნაშრომის ენაზე;
• ძირითადი ტექსტი;
• გამოყენებული ლიტერატურის სია ციტირების მიხედვით და ტექსტში კვადრატულ ფრჩილებში დამოწმებით;
• რეზიუმე  5-6 სტრიქონი, ინგლისურ ენაზე;
• ცხრილები და ნახაზები  ნუმერაციით და წარწერით;
• ლიტერატურის სია (გამოყენებული ლიტერატურა) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
   ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომის ციტირებისას – ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, ნაშრომის დასახელება, ჟურნალის დასახელება, ნომერი, გამოცემის ადგილი და წელი, გვერდები; წიგნების ციტირებისას - ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, წიგნის დასახელება, გამომცემლობა, გამოცემის ადგილი და წელი, გვერდების რაოდენობა.

რედკოლეგია იტოვებს უფლებას  არ დაუბრუნოს ავტორებს მათ მიერ წარმოდგენილი ნაშრომის ელექტრონული ვერსია.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართოთ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს.
მისამართი: 0131 , საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.
ტელეფონი: 594904, 877 112 017;
E-mail : kereselidzenato@yahoo.com; irmainashvili@yahoo.com
« იხ. ყველა ანონსი