2017-06-23

თანამშრომლობის მემორანდუმი

23 ივნისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე  და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მოაწერენ.

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტრო უნივერსიტეტს პერიოდულად გადასცემს საგანმანათლებლო-სამეცნიერო ლიტერატურას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესის თანახმად მაღალი აკადემიური შედეგების მქონე დევნილი სტუდენტების შერჩევას სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.  

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი







« იხ. ყველა ანონსი