2015-12-22

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ შორის

22 დეკემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ორგანიზაცია მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ დირექტორი ჯერემი გასკილი მოაწერენ.

მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება , რომლ ებ იც მიმართული იქნება ერთის მხრივ, უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების განვითარებაზე და, მეორეს მხრივ, დაეხმარება „მაკლეინის ასოციაციას ბავშვებისთვის“ დისტანციური კურსების საშუალებით განავითაროს საკუთარი საქმიანობა და გახადოს იგი უფრო მოქნილი; უნივერსიტეტის სტუდენტებს აღნიშნული კურსების გამოყენება შეეძლებათ უსასყიდლოდ; დისტანციური კურსი წარმოადგენს მხარეთა ერთობლივ საგანმანათლებლო კურსს, რომლის წარმატებით დაძლევის შედეგად გაიცემა ერთობლივი სერთიფიკატი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

 

« იხ. ყველა ანონსი