2010-12-01

შიდსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში

1 დეკემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართავს აქციას "გაანათე უფლებებისთვის". ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა შიდსის თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა დისკუსია. ღონისძიების ბოლოს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სანთლებისგან შიდსის სიმბოლოს კომპოზიციას შექმნიან და დაანთებენ.  იგეგმება ფონდის შექმნა, რომელშიც შემოსული თანხა მოხმარდება საქართველოში მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც შიდსით არიან დაავადებულნი. სწორედ ასეთ ბავშვებს გადაერიცხებათ თსუ-ის ხუთ კორპუსში განთავსებულ ყულაბებში შემოსული თანხა.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ-ის მეორე კორპუსი, მესამე სართული, გაეროს აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი