2017-11-21

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი თსუ-ში

21 ნოემბერს, 13:00 საათზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრას გამართავს.
 
შეხვედრაზე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და ბრიტანული უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებს შორის ურთიერთთანამშორმლობის  შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.
 
სამუშაო ენა ინგლისური და ქართული.

მისამართი:თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, აუდიტორია 206
« იხ. ყველა ანონსი