2012-04-27

მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები

27 აპრილს 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრში გაიმართება ცენტრის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: „მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები.“ ღონისძიებაზე შედგება გიორგი ცერცვაძის წიგნის „არბიტრაჟის შესახებ კანონის მოკლე კომენტარის“ პრეზენტაცია.
პრეზენტაციას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, იუსტიციის საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ პირველი კორპ. ივ. ჯავახიშვილის სხდომათა დარბაზი (ოთახი №107)

« იხ. ყველა ანონსი