2011-06-17

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა დღე “გზა დაგვილოცეთ”.

2011 წლის 17 ივნისს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიებები გაიმართება. ამ ტრადიციას 4 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ჩამოყალიბდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბი, რომლის ერთ-ერთი პირველი წევრების იმ წლის კურსდამთავრებულები გახდნენ.

წელს დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

10 საათზე საზეიმო ღონისძიებები დაიწყება თსუ V კორპუსში.

V კორპუსის ფოიეში მოწყობილია კუთხე თითოეული მიმართულების სტუდენტებისათვის. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები ერთმანეთს მიულოცავენ უნივერსიტეტის დამთავრებას. სპეციალურად მომზადებულ სტენდზე გააკეთებენ სამახსოვრო ჩანაწერებს.

3 საათზე დაგეგმილია ფოტოსესია. სტუდენტები გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს. ფოტოსესიაში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ პროფესსორ-მასწავლებლებიც. (თსუ V კორპუსის ფოიე).

5 საათზე თსუ VIII კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება დღის მთავარი ღონისძიება _ სტუდენტების ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბში გაერთიანება, საზეიმო კონცერტი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დაჯილდოვება. სამახსოვრო საჩუქრების გადაცემა.  სტუდენტებისათვის მისასალმებელ სიტყვებს წარმოთქვამენ პროფესორ-მასწავლებლები.

« იხ. ყველა ანონსი