2015-10-24
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია
24 ოქტომბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET – აისეტი) გამოსაშვები ცერემონია გაიმართება. მაგისტრებისათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან და სტუდენტებს სიტყვით მიმართავენ თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ნინო ქადაგიძე-ჟვანია.
აისეტში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდება მიიღო 35-მა სტუდენტმა. მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტები დაჯილდოვდებიან Summa cum laude (სუმა კუმ ლაუდე) და Cum laude (კუმ ლაუდე) დიპლომებით, სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ საუკეთესო თეზისების ავტორი სტუდენტები, ხოლო ISET-ის 2015 წლის კლასის ლიდერს გადაეცემა ზურაბ ჟვანიას სახელობის პრიზი.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ISET-ის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა განაგრძონ ნიუ-იორკის, სტენფორდის, ჩიკაგოს, პენსილვანიისა და დასავლეთის ქვეყნების სხვა უნივერსიტეტების დოქტორანტურაში. მიღებული გამოცდილების და ცოდნის შედეგად კურსდამთავრებულები სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე დასაქმდებიან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი