2011-03-04
თსუ-ის სტუდენტები ქუვეითში არქეოლოგიურ გათხრებში მიიღებენ მონაწილეობას
ქუვეითში არქეოლოგიურ გათხრებში სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
2011 წლის 4 მარტს, 11.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ ქართველი მეცნიერების ქუვეითში არქეოლოგიური გათხრების პროექტის პრეზენტაციას.
გასული წლის 24 დეკემბერს ქუვეითის კულტურის და ხელოვნების ეროვნული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბადერ ალ რიფაიმ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი სამუშაოების შესახებ.
შეთანხმების თანახმად, ქუვეითში ფაილაკას კუნძულზე ყოველწლიურად, ორი თვის განმავლობაში, არქეოლოგიურ გათხრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჩაატარებს.
პირველი არქეოლოგიური ჯგუფი ქუვეითში 2011 წლის 7 მარტიდან აპრილის ბოლომდე იმუშავებს. არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობას 15 ქართველი მეცნიერი და სტუდენტი, მათ შორის თსუ-ის სტუდენტები მიიღებენ. პროექტს მთლიანად ქუვეითის მხარე აფინანსებს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი.
ქუვეითში საქართველოს არქეოლოგიური მისიის შექმნა ქართული მეცნიერების მაღალ საერთაშორისო რეპუტაციას ადასტურებს.
« იხ. ყველა ანონსი