2016-03-30

ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორების საჯარო ლექციები

30 მარტს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორების  საჯარო ლექცია-დისკუსია გაიმართება.

1. პროფესორი ჯონ იშიამა - ,,არჩევნები აშშ-ში, კონტროლი და ბალანსი და პოლიტიკური პარტიები, დემოკრატია და მისი გამოწვევები საარჩევნო პროცესში".

2. პროფესორი რიკ ნეიდერი - ,,ამერიკის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გამოწვევები გლობალურ გარემოში".

ლექციები გაიმართება ინგლისურ ენაზე. დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი