2013-03-11
დათო ტურაშვილის პიესის საჯარო განხილვა
11 მარტს, 14.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათო ტურაშვილის პიესის დოდოს მოლოდინში“ საჯარო კითხვა-დისკუსია გაიმართება. პიესა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზეა შექმნილი. დებატებში ექსპერტები გენდერის საკითხებში თამარ საბედაშვილი და თათა ცოფურიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის თსუ-სთან ერთად გენდერული კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გეგმავს. დათო ტურაშვილის პიესის „დოდოს მოლოდინში“ საჯარო განხილვა-დისკუსია გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი