2016-02-20

ზამთრის სკოლა „დიგიტალური ქართველოლოგია – თემატური კორპუსები და ანოტირების საკითხები ქართველურ ენებში"

20 თებერვალს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა „დიგიტალური ქართველოლოგია – თემატური კორპუსები და ანოტირების საკითხები ქართველურ ენებში" გაიხსნება.

ზამთრის სკოლა 20-27 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა (საქართველო) და მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის (გერმანია) ორგანიზებით ტარდება. ხელმძღვანელები: პროფ. დარეჯან თვალთვაძე და პროფ. მანანა თანდაშვილი. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

ზამთრის სკოლა საშუალებას მისცემს თსუ-სა და საქართველოს სხვა  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს გაეცნონ ქართველოლოგიაში დიგიტალური კვლევების განსახორციელებლად აუცილებელ მეთოდურ და ტექნოლოგიურ საშუალებებს და აქტიურად ჩაერთონ თემატური კორპუსების შექმნაში.

ზამთრის სკოლა, ასევე, მიზნად ისახავს ქართველოლოგიაში თანამედროვე ტექნოლოგიური ელექტრონული სასწავლო გარემოს შესაქმნელად ონლაინ სწავლების ინოვაციური სისტემის OLAT-ის (OLAT – Online Learning And Training) შესაძლებლობების გაცნობას და სწავლების ახალი ფორმატის eLecture-ს (ელექტრონული ლექციები) დანერგვას.
 
მისამართი:ი.ჭაავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი