2016-07-13

ანდრეი კორლიაკოვის ვიზიტი თსუ-ში

13 ივლისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმს სტუმრად ეწვევა ემიგრაციაში მოღვაწე მეცნიერი, ისტორიკოსი-იკონოგრაფი, ბ-ნ ანდრეი კორლიაკოვი.

2014 წელს მუზეუმში ვიზიტისას ბ-ნ ა. კორლიაკოვმა მუზეუმს საჩუქრად გადასცა პარიზში გამოცემული ფოტო-ალბომი "რუსული ემიგრაცია 1917-1947”, რომელშიც გამოქვეყნებულია ძველი ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლების უნიკალური ფოტო-მასალა. ამჟამად საჩუქრად ჩამოაქვს ცნობილი ქართველი ემიგრანტის ვასილ ჯორჯაძის მიერ შექმნილი ფერწერული ტილო "დედის პორტრეტი".
« იხ. ყველა ანონსი