2010-12-01
"თბილისი - ქალაქი, რომელსაც უყვარხარ"
1 დეკემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ვიქტორინა სახელწოდებით "თბილისი - ქალაქი, რომელსაც უყვარხარ" გაიმართება. პროექტი სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. ვიქტორინა მოიცავს თბილისის ისტორიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დავალებებსა და კითხვებს. პროექტის მიზანია დედაქალაქის წინსვლასთან და განვითარებასთან დაკავშირებული იდეების გამოვლენა და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა სამომავლო პროექტების განხორციელებაში.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი და თბილისის მერიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ენრი დოლიძე დაესწრებიან. მერიის წარმომადგენელი სტუდენტებს თბილისის ახალ სტრატეგიას გააცნობს და პროექტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
ვიქტორინაში გამარჯვებულ გუნდებს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაწესებული ფულადი პრემიები გადაეცემათ, თბილისის მერიის წარმომადგენლებისგან კი, მონაწილეები სამახსოვრო საჩუქრებს მიიღებენ.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი