2016-02-12
მარიამ ლორთქიფანიძე თსუ-ში „წლის პირველ საჯარო ლექციას“ წაიკითხავს
12 თებერვალს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე
„წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას
„რამ გადაგვარჩინა?“. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
თსუ-ში „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ჩატარების წესის თანახმად, საჯარო ლექციის გამართვის უფლება ენიჭება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს - მოქმედ აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტის ემერიტუსს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენელს.
საჯარო ლექცია ყოველწლიურად 12 თებერვალს ტარდება. 1918 წელს, სწორედ 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პირველი ლექცია “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში). „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
ღონისძიების ბოლოს, თსუ ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე დაჯილდოვდება სიგელით „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ჩატარებისთვის. საჯარო ლექციის მონაწილეებს დაურიგდებათ თსუ გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი კრებული „პირველი ლექცია“, რომელშიც შესულია ივანე ჯავახიშვილის და დავით უსუფაშვილის ლექციების ბეჭდური ვერსია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი