2012-04-10

პროექტის "საქართველოს ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების" პრეზენტაცია

10 აპრილს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ კავკასიის  ალექსანდრე  თვალჭრელიძის  მინერალური  ნედლეულის  ინსტიტუტის ბაზაზე  შესრულებული  პროექტის  "საქართველოს  ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების" პრეზენტაცია მოეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 2  წიგნი „ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვები“. ამავე დროს, თვალსაჩინოებისთვის გამოეფინება მარმარილო, გამარმარილებული კირქვები, ანდეზიტები, ტუფები და სხვა.

ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური.

პროექტი დააფინანსა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა.

 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი

 

« იხ. ყველა ანონსი