2010-06-01
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თსუ-ში
1 ივნისს, 12:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი და ევროპის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა ასოციაციის წევრი ორგანიზაცია - „ემსა თსუ“-ს ეგიდით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ბავშვებისათვის განკუთვნილი ჯანდაცვითი და გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. სხვადასხვა ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ემსას პროექტის - „დათუნია დრუნჩას კლინიკის” (Teddy Bear Hospital) მონაწილეები გახდებიან. პროექტი მთელს ევროპაში წარმატებულად ხორციელდება და მიზნად ისახავს სკოლის დაწყებითი კლასების ბავშვების ფსიქოლოგიურ მომზადებას „თეთრი ხალათის“ შიშის დასაძლევად.
1 ივნისს თსუ-ს ეგიდით ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, პედიატრთა სპეციალური ჯგუფი ბავშვების ჯანმრთელობას შეამოწმებს, გაიმართება სპეციალური გაკვეთილი პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით, რომელსაც პატარებს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ჩაუტარებენ. ბავშვები პირის ღრუს მოვლის საპროფილაქტიკო საშუალებებითაც დასაჩუქრდებიან. სამედიცინო შემოწმების შემდეგ თსუ-ს ეზოში ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიება მოეწყობა. ხატვის კონკურსის - „ჯანმრთელი მსოფლიო“ გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებიც გადაეცემათ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1949 წლის ნოემბერს დაწესდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია ბავშვთა დასაცავად მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
« იხ. ყველა ანონსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge