2010-06-24

გიწვევთ თუმანიშვილის თეატრი




     24,  25,  26 ივნისს
                     
პრემიერა

ჯორჯ კაუფმანი, ედნა ფერბერი

„სამეფო ოჯახი“

                     
კომედია სამ აქტად

თარგმანი მანანა ანთაძისა



რეჟისორი – ქეთი დოლიძე


 

ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა თავისუფლებისკენ  სწრაფვაა. თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხი ხელოვნებაში მიიღწევა. ამიტომაც არიან ხელოვანი ადამიანები ყველასგან გამორჩეულნი, სხვების მიერ მისაბაძნი.

თეატრი ცოცხალი ხელოვნებაა, რომელიც ყოველთვის იმწამიერად იბადება მაყურებლთან ერთად და ამიტომ თეატრს შეწირული ადამიანები განსაკუთრებით არიან დაფასებულნი.
თეატრში ცხოვრება, მისთვის ერთგულება დიდ ადამიანურ მსხვერპლს მოითხოვს.

ასეთნი არიან  ჩვენი სპექტაკლის „სამეფო ოჯახის” წევრები. მათთვის არ არსებობს თავუსუფალი დრო, პირადი ცხოვრება, ჩვეულებრივი ადამიანის განრიგი. ხშირად ისინი თავის ვნებას, სიყვარულს, განცდებს თეატრის სამსხვერპლოზე დებენ.

ჩვენი „სამეფო ოჯახი” ერთი დიდი თეატრალური დინასტიაა, რომელიც ცხოვრობს სიხარულით, ტანჯვით, ისინი ხშირად გამოუვალ და ხანდახან კომიკურ სიტუაციაშიც ვარდებიან, ჩხუბობენ, კომპრომისებზე მიდიან, ბუნტდებიან, მაგრამ ახლოვდება თუ არა ფარდის ახდის წუთები, ივიწყებენ ყველაფერს და მიქრიან  ხელოვნების იმ ტაძრისკენ, სადაც მათ ერთგული მაყურებელი ელოდება, რომელსაც არასოდეს გააწბილებენ, რაც არ უნდა ხდებოდეს მათ თავს.

ეს არის ულამაზესი თეატრალური ჰიმნი და ამ ჰიმნს ვუძღვნით ჩვენს მაყურებელს.

რეჟისორის კომენტარი






ჯორჯ კაუფმანი, ედნა ფერბერი
„სამეფო ოჯახი“
კომედია სამ აქტად

თარგმანი მანანა ანთაძისა
რეჟისორი – ქეთი დოლიძე
მხატვარი – შოთა გლურჯიძე
კოსტიუმების მხატვარი – ლალი ბადრიძე
ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე
ტექნიკური რეჟისორი – თამარ სესიაშვილი


მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ე ნ
ფენი ქევენდიში – ლია კაპანაძე
ჯული ქევენდიში – ნინელი ჭანკვეტაძე
ტონი ქევენდიში – რამაზ იოსელიანი
გუენი – ქეთი ასათიანი, თამრი ბზიავა
ჰერბერტ დინი – პაატა ბარათაშვილი
ქითი – დარეჯან ჯოჯუა
ოსკარ ვულფი – ზაზა მიქაშავიძე
ჰერბერტ მარშალი – აკაკი ხიდაშელი
პერი სტიუარტი – ვანო დუგლაძე
ჯო – სოსო ხვედელიძე
დელა – ირინა გიუნაშვილი
ბიჭები –  ილიკო ჭეიშვილი,  ანრი ბიბინეიშვილი

პრემიერა შედგა  2010 წლის  24 ივნისს
სპექტაკლის ხანგრძლიობა 2 სთ 20 წთ

« იხ. ყველა ანონსი