2010-04-29

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ!

გსურთ საქართველოში მიიღოთ უმაღესი დონის ფრანგული განათლება?
გსურთ ფლობდეთ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს?
გსურთ მაგისტრატურაში სწავლა გააგრძელოთ საფრანგეთში ან რომელიმე ფრანგულენოვან ქვეყანაში ?

ჩვენ თქვენი სურვილების რეალობად ქცევის შანსს გაძლევთ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს ფრანგულ-ქართული ინსტიტუტი ინფორმატიკის სპეციალობით. ინსტიტუტში სწავლება წარმოებს ფრანგულ ენაზე, ლექციების ძირითად კურსს კითხულობენ საფრანგეთის უნივერსიტეტების ცნობილი პროფესორები. კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ დიპლომს : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საფრანგეთის – ვერსალის უნივერსიტეტის.

წარმატებული სტუდენტები გაიგზავნებიან სტაჟირებაზე უცხოეთში, ხოლო წარმატებული კურსდამთავრებულები დაფინანსდებიან საფრანგეთის უნივერსიტეტებში მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად. თუ სურვილი გაქვთ მოხვდეთ ჩვენთან და არ გაქვთ ფრანგული ენის ცოდნის საკმარისი დონე, ჩვენ უფასოდ გთავაზობთ ენის ინტენსიურ კურსებს სექტემბრამდე, რათა მეორე კურსიდან უკვე შეძლოთ სწავლის გაგრძელება  ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტში.


ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტთან ღია კარის დღე გაიმართება ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტში29 აპრილს 12:30-ზე.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. #13, მე-11 კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი)
ტელ:  +995 32 365173, 365193;    www.ifg.tsu.ge

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული ფორმა უნდა დატოვონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სამდივნოში ან ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის სამდივნოში

« იხ. ყველა ანონსი