2017-11-15

კონფერენცია "ნარკოტიკული დანაშაულის აქტუალური საკითხები"

15 ნოემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ სისხლის სამართლის პროფესორ-მასწავლებელთა გაერთიანების პირველი კონფერენცია "ნარკოტიკული დანაშაულის აქტუალური საკითხები" გაიმართება.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

სისხლის სამართლის პროფესორ-მასწავლებელთა გაერთიანება 2017 წელს თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე სამართლის დოქტორ ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხის ინიციატივით დაფუძნდა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი