2012-05-18
უმაღლესი განათლების როლი იურიდიული პროფესიის განვითარებაში
18 მაისს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება – „უმაღლესი განათლების როლი იურიდიული პროფესიის განვითარებაში“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები;ღონისძიებას დაესწრებიან შემდეგი ორგანიზაციების და სტრუქტურების წარმომადგენლები:
• საქართველოს უზენაესი სასამართლო
• თბილისის სააპელაციო სასამართლო
• საქალაქო სასამართლო
• საკონსტიტუციო სასამართლო
• პროკურატურა
• ადვოკატურა
• ნოტარიუსთა პალატა
• განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
• იუსტიციის სამინისტრო
• ფინანსთა სამინისტრო
• სასჯელაღსრულების სამინისტრო
• პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო
• აღსრულების ეროვნული ბიურო
• ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
• პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი
• საქართველოს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტი
• თბილისის მერიის იურიდიული სამსახური
• კონტროლის პალატა
შეხვედრის მიზანია იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში დასაქმებულების უფრო მეტი ჩართულობა და შესაბამისად დასაქმების ბაზარზე კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობის ამაღლება; უნივერსიტეტის როლის განსაზღვრა დამსაქმებელთა და კურსდამთავრებულთა შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ I კორპუსი, აუდიტორია N 06 « იხ. ყველა ანონსი