2015-12-09

კოსტა ხეთაგუროვის ლექსების ორენოვანი კრებულის პრეზენტაცია

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში,  ჩატარდება დიდი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის ლექსების ორენოვანი კრებულის პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა ა(ა)იპ “კავკასიური მოზაიკისა” და თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით.

წიგნი შეადგინა, ასევე წინასიტყვაობა და ბიოგრაფიული ნარკვევი დაურთო და გამოსაცემად მოამზადა  ნაირა ბეპიევმა.
წიგნის მთავარი რედაქტორია  ნინო პოპიაშვილი.

მისამართი: სანაპიროს ქ. #1

« იხ. ყველა ანონსი