2017-05-25

პიტ რივერსისადმი მიძღვნილი სტუდენტ-არქეოლოგთა IX საერთაშორისო კონფერენცია

25 მაისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვარძიაში პიტ რივერსისადმი მიძღვნილი სტუდენტ-არქეოლოგთა IX საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ვარშავის, ედინბურგის, ინსბრუკის, ოქსფორდის, ლაიდენის, დურჰამის, კა’ფოსკარის, სტამბოლის, მოსკოვის, ტიუმენის, ურალისა და სერბეთის უნივერსიტეტები, სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმი, დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, სომხეთის მეცნიერთა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი,  ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

სტუდენტები ღონისძიებაზე წარმოადგენენ სამეცნიერო თემებს, რომელიც ექსპედიციებში მონაწილეობასა და აღმოჩენების შეფასებას ეყრდნობა. კონფერენციის ჟიურის წევრები: თსუ პროფესორი ვახტანგ ლიჩელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკერსი, ინსბრუკის უნივერსიტეტის, პროფესორი ვალტერ კუნტნერი, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ებერჰარდ ზაუერი, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი პაოლო ბიაჯი გამოავლენენ გამარჯვებულ სტუდენტებს.

კონფერენცია 29 მაისამდე გაგრძელდება.

მისამართი: ასპინძის რაიონი, ვარძია


 

« იხ. ყველა ანონსი