2015-11-20
მოხსენება თანამედროვე პორტუგალიელი მხატვრის, გრასა მორაისის შემოქმედებაზე
20 ნოემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტუგალიური ენის ცენტრში ხელოვნებათმცოდნე დიანა კუნია წაიკითხავს მოხსენებას თანამედროვე პორტუგალიელი მხატვრის, გრასა მორაისის შემოქმედებაზე, რომელიც დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტუგალიაში (1948) და რომლის ადგილობრივმა კულტურამ დიდი ზეგვალენა იქონია მორაისის მხატვრობაზე.
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა მეორე სერიის ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ადგილების დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vera.peixoto@tsu.ge
მისამართი: თსუ II კორპუსი, 203-ე აუდიტორია