2012-07-20
მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ფიცის დადება
20 ივლისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მეთორმეტე ჯგუფის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯით ბრინკი, აშშ-ის საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, მასპინძელი ოჯახები, მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები და მოხალისეები.
მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მეთორმეტე ჯგუფი შედგება ინგლისური ენის 31 მასწავლებელისა და სოციალური მეწარმეობისა და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის 8 მოხალისესაგან, რომელთაც წარმატებით დაასრულეს თერთმეტკვირიანი წინასამსახურებრივი ტრეინინგი ქართული ენის, კულტურის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. მოხალისეთა საქართველოში ადაპტაციის მიზნით, ტრეინინგის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ თელავის რაიონში ქართულ მასპინძელ ოჯახებში.
მოხალისეები იმუშავებენ ინგლისურის სწავლების და ბიზნესისა და სოციალური განვითარების პროგრამის ფარგლებში აჭარის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონებში.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი