2011-02-10

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის სამიტი საქართველოში

10 თებერვალს, 16:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) საერთაშორისო სამიტი გაიხსნება.  ელსა საქართველო იურისტ სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტების 42-ე შეხვედრას უმასპინძლებს. სამიტი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში იმართება. შეხვედრას ცენტრალური და დასავლეთ ევროპის 23 ქვეყნის 45 წარმომადგენელი დაესწრება. სამიტის მიზანია საერთაშორისო ქსელის გარშემო მიმდინარე პროცესებისა და პრობლემების გაანალიზება, ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდების დაახლოვება ევროპელ კოლეგებთან და კულტურული მრავალფეროვნების გაცვლა. შეხვედრის ფარგლებში  ელსას წევრები ასოციაციის განვითარების ყოველწლიურ გეგმას შეიმუშავებენ.
ხუთი დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ლადო ვარძელაშვილთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კონსტანტინე კუბლაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან. სამიტის დასასრულს დელეგაციის წევრებსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტს ოსკარ ლემა ბოუზას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმასპინძლებს.
„ელსა საქართველო“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შეიქმნა. 2009 წლის 27 ოქტომბერს, ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს რიგით 56-ე შეხვედრაზე, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო საერთაშორისო ასოციაციის სრულ წევრად იქნა მიღებული.

მის: 26 მაისის მოედანი  №1, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“
« იხ. ყველა ანონსი