2013-04-01

ნილს გაულის საჯარო ლექციები

1 და 2 აპრილს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) პროფესორი ნილს გაული ეწვევა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს და წაიკითხავს საჯარო ლექციებს თემებზე: "სწავლება აშიებიდან: სქოლიოთა მიზანი და დანიშნულება ბიზანტიურ სასკოლო წიგნებში", "ლინკოლნის კოლეჯის ტიპიკონი: გვიანბიზანტიური ხელნაწერი და მისი ახლებურად განხილული კოლტურული იმპლიკაციები".
პირველი ლექცია ჩატარდება ორშაბათს, 1 აპრილს, 16:00 საათზე, 220-ე აუდიტორია.
მეორე ლექცია ჩატარდება სამშაბათს, 2 აპრილს, 14:00 საათზე, 220-ე აუდიტორია.
მისამართი: თსუ VIII კორპუსი, ი. ჭავჭავაძის პრ. 13

« იხ. ყველა ანონსი