2013-03-28
ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წიგნის „წინასწარმეტყველი“ პრეზენტაცია
28 მარტს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიბანელი მწერლის
ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წიგნის
„წინასწარმეტყველი“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი არაბულიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების არაბისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა ნინო დოლიძემ თარგმნა.
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი (1883-1931) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არაბი მწერალი და მხატვარია, რომლის შემოქმედება გასცდა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს. (2000 წელი „იუნესკომ“ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წლად გამოაცხადა). მის პოეტურ და პროზაულ ქმნილებებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს მხატვრულ ესსეს „წინასწარმეტყველი“, რომელიც პირველად 1923 წელს ნიუ იორკში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა და იმავე წელს ოც ენაზე ითარგმნა.
წიგნში წარმოდგენილია ფილოსოფიური ფიქრები ადამიანური ყოფის ელემენტალურ საკითხებზე, როგორიცაა სიყვარული, ქორწინება, სილამაზე, მეგობრობა, წყალობის გაცემა, ტკივილი, თავისუფლება, დანაშაული, სასჯელი, ყიდვა-გაყიდვა, კანონი, რწმენა, სიკვდილი და სხვ. ეს არის მუდმივი თემები, ის, რაც, როგორც წიგნის მთავარი გმირი ალმუსტაფა ამბობს - „სწორედ ახლაც არ ასვენებს, აწუხებს და აფორიაქებს თქვენს სულებს.“
„წინასწარმეტყველის“ ათეულობით თარგმანი არსებობს არაბულ, ფრანგულ და სხვ. ენებზე. აქამდე „წინასწარმეტყველი“ ქართულად მანანა გიგინეიშვილმა და დეფი გოგიბედაშვილმა თარგმნეს. ნინო დოლიძისეული თარგმანი მესამე ქართულენოვანი ვარიანტი გახლავთ.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ბიბლიოთეკა, „აღმოსავლური კლუბი“ და გამომცემლობა „ქართული აკადემიური წიგნი.“
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი