თსუ ხოვლეგორას გათხრებს განაახლებს
15-16 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიური მიმართულების სტუდენტები და პროფესორები სოფელ ხოვლეში ხოვლეგორის გათხრებს განაახლებენ. გათხრებზე ქართველ სტუდენტებთან ერთად ინსბრუკის (ავსტრია) უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლებიც იმუშვებენ. არქეოლოგები ამ ეტაპზე ნამოსახლარის ტექნიკურ ანალიზს გააკეთებენ.
ხოვლეში გათხრები 50 წლის წინ დაიწყო და სწორედ ამ დროს გაკეთდა უნიკალური აღმოჩენები. ხოვლეგორას ძალიან დიდი არქეოლოგიური მნიშვნელობა აქვს. აქ ცივილიზაციის განვითარების უწყვეტი ჯაჭვია მოცემული; ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი პერიოდის უამრავი ნივთია აღმოჩენილი. აღმოჩენილია საყოფაცხოვრებო დანიშნულების კერამიკა, რომელიც კულტურის სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. არქეოლოგების შეფასებით ხოვლეგორაში არსებული სატაძრო-საკულტო, აგრეთვე საცხოვრებელი ნაგებობები ხუროთმოძღვრების ძეგლებია.
« იხ. ყველა ანონსი