2015-12-11

მოხსენება - საქართველო და პორტუგალია: მეგობრები ევროპის საზღვრებზე

11 დეკემბერს, 15:00 საათზე, ლინგვისტი და ენათმეცნიერი ფრენკ მილერი, თსუ - კამოეში პორტუგალიური ენის ცენტრში, მოხსენებას წაიკითხავს საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებულ კავშირებსა და ქართულსა და პორტუგალიურ ენებში არსებულ ლინგვისტურ ვარიაციებზე. მოხსენებაში ასევე ყურადღება დაეთმობა პორტუგალიურ დიალექტებს.

ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა მეორე სერიის ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ მეორე კორპუსი, პორტუგალიური ენის ცენტრი

« იხ. ყველა ანონსი