2015-10-27
სამეცნიერო კონფერენცია "მედია, სამართალი და ეთიკა: რეგიონალური პერსპექტივები"
27 ოქტომბერს, 09:15 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ-სა და დოიჩე ველე აკადემიის ერთობლივი სამხრეთ კავკასიის სამეცნიერო კონფერენცია
"მედია, სამართალი და ეთიკა: რეგიონალური პერსპექტივები" ("Media, Law and Ethics – the Regional Perspectives") .
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტიკის დეპარტამენტების და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. წარმოდგენილი იქნება 11 მოხსენება. ღონისძიების მხარდამჭერია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი. კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია