2010-05-04

ესეების კონკურსი "გენდერი და თანამედროვეობა"

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო და საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაცია აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე "გენდერი და თანამედროვეობა".

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კონკურსის პირობები:

  • ესეი უნდა ასახავდეს საქართველოში გენდერთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას;
  • ესეი შეიძლება ეხებოდეს შემდეგ თემებს _ გენდერი და შრომითი ურთიერთობები, გენდერი და ოჯახური ურთიერთობები, გენდერი და ძალადობა, საზოგადოება, გენდერი და სტერეოტიპები, გენდერული უთანასწორობა, გენდერი და მედია, განათლების სისტემა და გენდერი, გენდერი და კანონმდებლობა და ა.შ.;
  • მონაწილეები არ არინ შეზღუდულები ჩამოთვლილი საკითხებით;
  • ნაწერის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს;
  • ესეი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსი ტარდება ორ ძირითად ეტაპად.
  • მოწოდებულ ესეებზე თანდართული თეზისების საფუძველზე ჟიური შეარჩევს სტუდენტურ კონფერენციებზე მონაწილე კონკურსანტებს.
  • სტუდენტურ კონფერენციებზე მონაწილე კონკურსანტები ჟიურის და მონაწილეებს წარუდგენენ ესეებს – ნაშრომის პრეზენტაცია და დისკუსია.
  • ესეებისა და პრეზენტაციების შეფასებათა შეჯამების შედეგად ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნაშრომებს.
  • გამოვლინდება საუკეთესო 3 ესეის ავტორი.
  • შემაჯამებელ კონფერენციაზე დასახელდება საუკეთესო ესეის ავტორი, რომელიც დაჯილდოვდება.


კონკურსის მონაწილეებსა და გამაჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

საუკეთესო ნაშრომები გამოიცემა სპეციალურ კრებულად, ესეები გამოქვეყნდება აგრეთვე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებ-გვერდზე.

გამოვლენილი გამარჯვებული ესეის ავტორი გაემგზავრება გერმანიაში გენდერის საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე.

ესეის ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 7 ივნისი.

კონკურში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. სტუდენტური ბილეთის ასლი
  2. თავფურცელი (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, თემის სათაური)
  3. ესეი (4-10 გვერდი) ქართულ ენაზე
  4. თეზისები (არა უმეტეს 2 გვერდისა) ქართულ ენაზე

შენიშვნა: ესეის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს "LitNusx"-ში ან "AcadNusx-ში, ხოლო უცხოენოვანი _ "Times New Roman"-ში, შრიფტის ზომა -12, სქოლიოს ზომა-10, სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5.

გთხოვთ, ესეები (თანდართულ თეზისებთან ერთად) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: glsa.information@gmail.com


დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.boell.ge  ან მოგვმართეთ:

საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაცია
თაყაიშვილის ქ. №4.
ტელ/ფაქსი: +995 32 22 51 49
+995 93 17 62 85
+995 55 96 20 60
e-mail:        glsa.information@gmail.com
                    khatuna@boell.ge
« იხ. ყველა ანონსი