2016-03-25

საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტო-დოკუმენტური გამოფენა

25 მარტს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაცია საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფოტო-დოკუმენტურ გამოფენას – „ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ამსახველი საარქივო დოკუმენტები (1886-1920 წწ.)“ გამართავს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპ., ოთახი 220


« იხ. ყველა ანონსი