2018-06-12
NATO-ს გენდერული მრჩევლის საერთაშორისო სამხედრო ოფისის ხელმძღვანელი თსუ-ში
12 ივნისს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოს (NATO) გენდერული მრჩევლის საერთაშორისო სამხედრო ოფისის ხელმძღვანელი, ჩეხეთის საჰაერო ძალების წარმომადგენელი ვიცე-პოლკოვნიკი მაგდალენა დვორაკოვა სტუდენტებს შეხვდება. ნატოს წარმომადგენელი ისაუბრებს გენდერისა და უსაფრთხოების ურთიერთკავშირსა და ნატოს საქმიანობის პროცესში გენდერის ძირითად მიმართულებაზე. იგი სტუდენტებს გაუზიარებს სამხედრო ძალებში მუშაობის საკუთარ ოცწლიან გამოცდილებას; ისაუბრებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების გაძლიერება უსაფრთხოების სექტორში.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 301-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 301-ე აუდიტორია.