2013-02-20

„ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ შეხვედრა თსუ-ში

20 თებერვალს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში IWA –ს („ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“) წევრთა  შეხვედრა გაიმართება. ასოციაციის წევრები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები, საელჩოებსა და  საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ქალბატონები არიან.
„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ქალბატონებს ჩვენი ქვეყნის გაცნობასა და ადაპტაციაში ეხმარება. ამავე დროს, ასოციაცია ჩართულია სხვადასხვა სოციალურ პროექტში: ეწყობა საქველმოქმედო ღონისძიებები, აუქციონები, ბაზრობები. შემოსული თანხა მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების, მოხუცთა თავშესაფარებისა და სხვა სახის დახმარებისთვის იხარჯება.
„ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ წევრები თსუ-ში გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიას და დღევანდელობას, თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის საქმიანობას; დაათვალიერებენ თსუ ბიბლიოთეკას, მუზეუმს, სააქტო დარბაზს,

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია)

« იხ. ყველა ანონსი