2011-06-13
თსუ–ში ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის დონალდ შოუს საჯარო ლექციები გაიმართება
13 ივნისს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ შოუ წაიკითხავს. ლექციის თემაა: „კომუნიკაციების სტრატეგიები.“ საჯარო ლექციას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი დაესწრებიან. ცნობილი ჟურნალისტი და მედიამკვლევარი, არაერთი პრიზის მფლობელი პროფესორი სამი კვირის მანძილზე სტუდენტებისა და პროფესორებისთვის ლექციებსა და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა თემებზე გამართვას. მათ შორის: დარგობრივ რეპორტირებაში, მედია–მენეჯმენტში, ბიზნეს–კომუნიკაციებში, ამერიკული მასმედიის ისტორიასა და სხვა. დონალდ შოუ თსუ–ს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით ფულბრაითის სპეციალისტის პროგრამის (Fulbright Specialist Program) ფარგლებში ესტუმრება. ფულბრაიტის პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტში განათლების და კვლევების ხარისხის ამაღლებისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები სტუდენტებთან, ვორქშოპები და დისკუსიები და ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან. ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი გაეცნობა ჟურნალისტიკის მიმართულების მუშაობას, სასწავლო ბაზას, შეხვდება რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს, ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს მარიამ გერსამიას და მიმართულების აკადემიურ პერსონალს
ლექციების ცხრილი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მე–2 კორპუსი, 1–ლი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი
ლექციების ცხრილი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მე–2 კორპუსი, 1–ლი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა