2010-11-30

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების გამგეობის შეკრება თსუ–ში

30 ნოემბერს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ,,მეგობართა საზოგადოების’’ გამგეობის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას დაესწრებიან: მეგობართა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე – რუსუდან კერვალიშვილი, წევრები: ალექსანდრე კვიტაშვილი, გიული ალასანია, აკაკი სეფერთელაძე, გიორგი თარგამაძე, ირაკლი კენჭოშვილი და სხვები.
შეხვედრაზე გამგეობის წევრები განიხილავენ 7 დეკემბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოქვის სახარების გადასარჩენად დაგეგმილი საქველმოქმედო აქცია–კონცერტის საორგანიზაციო საკითხებს, ასევე განსაზღვრავენ მეგობართა საზოგადოების წევრობის ფორმებსა და წევრად მიღების პროცედურებს.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, მცირე საკონფერენციო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი