2010-08-05
თსუ-სა და ბერლინის უნივერსიტეტის გაცვლითი სემინარი
5 აგვისტოს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და ბერლინის უნივერსიტეტის გაცვლითი სემინარ-კონფერენცია გაიხსნება. რიგით 14-ე იურიდიულ სემინარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის თემაა “უფლებები. მოვალეობები. დაცვა – სისხლის პროცესუალურ-სამართლებრივი შედარება”. მონაწილე სტუდენტები 20 საუკეთესო ნაშრომის პრეზენტაციას გამართავენ.
სტუდენტთა გაცვლითი სემინარი, რომელსაც საფუძველი 1996 წელს ჩაეყარა, Netzwerk Ost-West-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა შორის სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ორკვირიანი სემინარი 5 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით გასტანს. ერთი კვირის განმავლობაში ორი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები კონფერენციას თბილისში, ხოლო სემინარის მეორე ნახევარს ქალაქ ბერლინში დაესწრებიან.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი