2016-07-01

"ლიტვურ - ქართული დიალოგი: მხატვრული დისკურსი"

1 ივლისს, 20:00 საათზე, ლიტვის მწერალთა კავშირში ღონისძიება "ლიტვურ - ქართული დიალოგი: მხატვრული დისკურსი" გაიმართება.

ღონისძიება ტარდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, სახელწოდებით; „EU-PREACC - ევროკავშირში გაწევრიანებისათვის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების, გამოწვევებისა და დაბრკოლებების შესახებ საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და მოლდოვეთისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესში“. (EU-PREACC  – Possibilities and Limits, Challenges and Obstacles of Transferring CEE EU Pre-accession Best Practices and Experience to Moldova’s and Georgia’s Pre-acession Process (2013-2017)

ღონისძიების ხელმძღვანელია თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი მარიამ მანჯგალაძე. ორგანიზატორები და მხარდამჭერები: ლიტვის მწერალთა კავშირი, ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლიტვური ენის ინსტიტუტი. სპონსორი:  მინერალური წყალი „ნაბეღლავი“


« იხ. ყველა ანონსი