2016-02-27

“მეცნიერების თასი 2015–2016”

27 თებერვალს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, X-XII კლასის მოსწავლეთათვის "მეცნიერების თასი 2015–2016"–ფინალური ტური გაიმართება. ღონისძიებაში ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 11 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

მონაწილე  გუნდების თითოეულ წევრს სერტიფიკატი და სამახსოვრო სუვენირი გადაეცემა.გამარჯვებული გუნდის იმ წევრებისათვის, რომლებიც 2016 წელს ჩაირიცხებიან SDSU-საქართველო თსუ პროგრამებზე სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი–საქართველო აწესებს სასწავლო სტიპენდიას. შესარჩევი ტურები ჩატარდა დისტანციურად ონლაინ რეჟიმში, ტემპუსის პროექტის - ARMAZEG-ის მხარდაჭერით, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას ემსახურება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 07




« იხ. ყველა ანონსი