2011-12-06

პროფესორ ჯული ჯორჯის საჯარო ლექცია

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში 6 დეკემბერს, 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკაში, ოთახი №336,  შედგება ქუინს კოლეჯის პროფესორის, ჯული ჯორჯის საჯარო ლექცია თემაზე:

შეუთავსებლობა, ინსტიტუტები და ინტერესები:
ეთნიკური უმცირესობები ქართულ არჩევნებში
ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია

 დისკუსანტი: კობა თურმანიძე

ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ინგლისური.

პროფ. ჯორჯი  არის ქუინს კოლეჯის ასისტენტ პროფესორი პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, ნიუ იორკის უნივერსიტეტი. მისი კვლევითი ინტერესის სფეროს წარმოადგენს: ეთნიკურობა, კონფლიქტები, სახელმწიფო მმართველობა პოსტ-კომუნისტურ სივრცეში, განსაკუთრებით დაინტერესებულია საქართველოს და რუსეთის საკითხებით. 

კობა თურმანიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი პოლიტიკურ მეცნიერებათა კათედრაზე; არის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის (AFP) სტიპენდიანტი. ამჟამად არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის საქართველოს ფილიალის დირექტორი.

საჯარო ლექციებზე წარმოდგენილ საკითხებში პროფესორი ჯული ჯორჯი და კობა თურმანიძე გამოხატავენ მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას.

GEO , ENG
« იხ. ყველა ანონსი