2016-05-17
პროექტის „მწვანე ყუთი“ პრეზენტაცია
17 მაისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „მწვანე ყუთი“ პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
პროექტი ხორციელდება თსუ ახალგაზრდული ცენტრის ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ქვეკლუბის სტუდენტების ინიციატივით. პროექტის მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში (I და VII კორპუსში) გამოიყოფა ადგილები, სადაც განთავსდება კონტეინერები „მწვანე ყუთი“, რომელშიც მოგროვდება ქაღალდის ნარჩენები; იგეგმება 3 თვის განმავლობაში შეგროვებული მაკულატურის წიგნებში გადაცვლა, მიღებული წიგნებით გამდიდრდება თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან არსებული კაბინეტური ბიბლიოთეკა. მომდევნო ეტაპზე გაფართოვდება მაკულატურის მოგროვების საუნივერსიტეტო არეალი და იგეგმება მაკულატურის გადაცვლა ნერგებში, რაც უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საჯარო სივრცის გამწვანებას.
პროექტში ჩართულები არიან თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრის აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულენოვანი სტუდენტები, რომლებიც მწვანე ყუთების განთავსებამდე გეგმავენ გარემოსდაცვითი პიარკამპანიის წარმოებას, რაც გულისხმობს შესაბამისი სლოგანების მოფიქრებასა და მიღებული მწვანე ყუთების გაფორმებას (მოხატვას).
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში არსებული ქაღალდის ნარჩენების რაციონალურად მართვასა და გარემოსდაცვითი თვითშეგნების ამაღლებას, როგორც სტუდენტებში, ასევე უნივერისტეტის პერსონალში.
ღონისძიება იმართება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართულ ენაში მომზადების სახელმწიფო პროგრამა) და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR).
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი