2010-05-23
ინტელექტ-კლუბის ფინალი
23 მაისს, 15:00 საათზე თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართება ახალგაზრდული ინტელექტ-კლუბის “რა?სად?როდის?” ფინალური სერიის თამაში. მასში მონაწილეობას ამ სეზონზე სულ 80 საჯარო და კერძო სკოლა იღებდა.
ფინალში ერთმანეთს რვა სკოლა შეეჯიბრება: 14; 83; 140; 161; 172 სკოლები, ბრიტანულ-ქართული აკადემია და სკოლა “იბერიას” ორი გუნდი.
გამარჯვებულ გუნდს გამომცემლობები “ინტელექტი” და “არტანუჯი” წიგნებით დააჯილდოვებენ; ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცენტრალური სკოლა გამარჯვებული გუნდის წევრებს უფასო კურსების გავლის საშუალებას მისცემს; ინტელექტ-კლუბი კი, მონაწილეებს სიგელებს და ფინალში გასულ გუნდს გარდამავალ თასს გადასცემს, რომელიც ერთი წლით გამარჯვებულ სკოლაში დარჩება.
საქართველოს ახალგაზრდული ინტელექტ-კლუბი 2007 წლის 1 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაარსეს.
კლუბის მიზანია წახალისებითა და აზარტით მოსწავლე თაობაში პოპულარიზაცია გაუწიოს ინტელექტსა და ცოდნას. ამ პროექტში ყოველწლიურად ათასობით ბავშვი იღებს მონაწილეობას და იგი უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება.
« იხ. ყველა ანონსი

საკონტაქტო პირი:
898 49 12 99 ლანა ჩახუნაშვილი
898 49 12 99 ლანა ჩახუნაშვილი