2017-05-02

,,ვეფხისტყაოსანი’’ - ახალი თარგმანების პრეზენტაცია

2 მაისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  გაიმართება " ვეფხისტყაოსნის" ახალი თარგმანების პრეზენტაცია.

,,ვეფხისტყაოსნის’’ ჩეჩნურ გამოცემას წარადგენს საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი - მექა ხანგოშვილი.

”ვეფხისტყაოსნის“ ახალ, ლინ კოფისეულ  ინგლისურ პოეტურ თარგმანს წარადგენს თავად გამოცემის რედაქტორი, პროფესორი ნოდარ ნათაძე. ეს პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით.

,,ვეფხისტყაოსნის’’ უახლეს  გერმანულენოვან გამოცემას, რომელიც 2016 წელს ავსტრიის ქალაქ ვენაში  გამოიცა, წარადგენს თავად საიუბილეო გამოცემის ავტორი რუსუდან მოსიძე.

მისამართი: თსუ, ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის საგამოფენო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი