2010-05-13

ბამბერგის უნივერსიტეტის პროფესორის რაინჰარდ ცინტლის ლექციები თსუ–ში

10–15 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბამბერგის უნივერსიტეტის პროფესორს რაინჰარდ ცინტლს უმასპინძლებს. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორი წაიკითხავს ლექციებს დემოკრატიის, სამართლის ნორმებისა და სოციალური
სამართლიანობის შესახებ.


  1. დემოკრატია და სამართლის ნორმები:

    • დემოკრატიული ხელისუფლების იდეა

    • მოქალაქის სტატუსი, სამართლის ნორმები

    • ძირგამოცლილი დემოკრატია: „უმრავლესობის ტირანია“

    • კონსტიტუციონალიზმი

  1. როგორ მუშაობს დემოკრატია: (პლურალიზმი, კონფლიქტი და ზოგადი სიკეთეები)

    • მრავალგვარობა, კონფლიქტი, კონსესუსი

    • ხმის მიცემა

    • არჩევნები

    • სამართალი და პოლიტიკის განახლება

  1. დემოკრატიის წინაპირობა და რეკვიზიტები

    • ზოგადი მიმოხილვა

    • „ინკლუზია“

    • საზოგადოების ძალაუფლებრივი სტრუქტურა

    • ეკონომიკური უთანასწორობა

    • დემოსი: პოლიტიკური ერი

    • რელიგია

  1. სოციალური სამართლიანობის კონცეფციები

    • სამართლიანობა, სოციალური სამართლიანობა

    • ლიბერტანული კონცეფციები

    • კოლექტივისტური კონცეფციები

    • როლზის კონცეფცია
« იხ. ყველა ანონსი