2018-06-15
"ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ"
15 ივნისს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორსო სამეცნიერო კონფერენცია და სკოლა - "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ".
ღონისძიებას გახსნის თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენციისა და სკოლის მოწვეული ლექტორები და მომხსენებლები არიან ამერიკის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან: ვირჯინის უნივერსიტეტი (აშშ), პიტსბურგის უნივერსიტეტი (აშშ), ფეინშტეინის კვლევით ცენტრი (აშშ), გრანადას უნივერსიტეტი (ეპანეთი), ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია), ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და სხვა.
სამეცნიერო სკოლის ფარგლებში 80 სტუდენტი გაივლის თეორიულ კურსს კლინიკური და ფუნდამენტური იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ონკოიმუნოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის, ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით. სკოლა მიზნად ისახავს დაანახოს მომავალ მეცნიერებს და პრაქტიკოს ექიმებს იმუნოლოგიის დარგში ბიოსამედიცინო კვლევების პოტენციალი კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზაზე.

ღონისძიება გაგრძელდება 19 ივნისის ჩათვლით.
ღონისძიება ტარდება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით. პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.
« იხ. ყველა ანონსი