2010-07-19
“რონდინე მშვიდობის ციტადელი”-ს დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში
19 ივლისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო ასოციაციის – “რონდინე მშვიდობის ციტადელი”-ს დელეგაცია ეწვევა. ვიზიტი პროექტის “მშვიდობის ქარები კავკასიაზე” ფარგლებში ხორციელდება. დელეგაციის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ხუბუას და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდებიან. თანამშრომლობის საკითხების განხილვის შემდეგ შეხვედრაზე ასოციაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის “რონდინეს 14 პუნქტი კავკასიაზე მშვიდობისათვის” პრეზენტაცია გაიმართება.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.
« იხ. ყველა ანონსი
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.