2010-05-28
იურიდიული ფაკულტეტის ანგარიში საზოგადოებას
28 მაისს,
12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დეკანატი ანგარიშით წარსდგება.
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის
დეკანი ირაკლი ბურდული ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესებს და ჩატარებულ
სამუშაოებს გააცნობს. დეკანი განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი
პროექტების შესახებაც ისაუბრებს.
იურიდიული ფაკულტეტის მიერ ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს ევროსაბჭოს, ევროკავშირის და პარტნიორი გერმანული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კონსტიტუციის 42–ე მუხლის წევრები მოისმენენ. ანგარიშის წარდგენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუაც დაესწრება.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.
« იხ. ყველა ანონსი