2015-12-25

„ვიზალიბერალიზაცია: გზა ევროპისკენ“

25 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გუგული მაღრაძე თსუ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან  შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე განხილული იქნება თემა:„ვიზალიბერალიზაცია: გზა ევროპისკენ“. ღონისძიებაზე ისაუბრებენ ვიზალიბერალიიზაციის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობზე საქართველოსათვის, ასევე პასუხი გაეცემა ვიზალიბერალიზაციის პრაქტიკაში განხორცილებასთან დაკავშირებულ კითხვებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს  ევროინტეგრაციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი თორნიკე ნოზაძე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება;    

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ 1 კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი